Monday, October 17, 2016

კომპანია
 Teletrade
გთავაზობთ
უფასო სწავლებას
ფინანსური
ბაზრების შესახებ
ოფისში და
დისტანციურად
სწავლებაზე ჩასაწერად გაიარეთ რეგისტრაცია 👉https://my.teletrade-dj.com/agent_pp.html?agent_pp=12302111

Friday, October 14, 2016

მე მინდა გესაუბროთ  ძაღლზე და ადამიანზე:

მოდით აქეან დავიწყოთ რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია:
ადამიანმა ძაღლი დიდი ხნის წინ მოიშინაურა და ორივენი აგერ უკვე 10000 წელია, ერთად შრომობენ და თამაშობენ.

ადამიანი ძაღლს ბევრგვარად ასაქმებდა: დარაჯად, გზის გამკვლევად, მონადირედ და მღრღნელების გამანადგურებლად.
დღეს დიდ ბრიტანეთში ექვს მილიონამდე ძაღლია, აშშ-ში- სულ ცოტა 50 მილიონი.
ძაღლის 400 მდე ჯიში არსებობს, რომელთა ზომები და ფორმები ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდება- დაწყებული ლანკაშირული იორკიშ-ტერიერით, რომელიც 2 წლისა 113 გრამს იწონის, და ძველი ინგლისური მასტიფით ე.წ. " ზოორბათი" დამთავრებული(1989 წელს ამ ჯიშის ძაღლის ერთ-ერთი ეგზემპლარი 155 კილოგრამს იწონიდა)
ძაღლები ხალისიანი, ენერგიული ცხოველები არიან და ყველანაირ გარემოს ეგუებიან. ჩემი თხოვნაა მოუაროთ თქვენს საუკეთესო მეგობარს რადგან ის არასოდეს გიღალატებთ.

Thursday, October 13, 2016


მუხა
 — მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ზაფხულმწვანე ხეებია. 450-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში; მცირე ნაწილი — სამხრეთ ამერიკაში. კავკასიაში — 18-მდე სახეობაა, საქართველოში გავრცელებული 7 სახეობა გაერთიანებულია გრძელყუნწიანი (ჰართვისის მუხაჭალის მუხაიმერული მუხა) და მოკლეყუნწიანი ან მჯდომარენაყოფებიანი (პონტოური მუხაქართული მუხა, მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხაჭოროხის მუხა) მუხების ჯგუფში.
საქართველოში გავრცელებულ მუხებს შორის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ქართულ მუხას. იგო მთელ ტყიან საქართველოში გვხვდება. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა  უმეტესად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ რაჭასა და სვანეთში გვხვდება. იგი 20–28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო–მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700–2400 მეტრ სიმაღლეზე და სამხრეთით მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე. იმერული მუხის ხელუხლებელი მასივები შემორჩენილია საღორიისა და აჯამეთის ტყეებში. პონტოური მუხა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. სხვებისაგან განსხვავებით, დიდი და მთლიანი ფოთლები აქვს. ჭოროხის მუხა  პატარა ხე ან ბუჩქია. სწორი ან ტანბრეცილი ღერო აქვს, იზრდება აჭარაში ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე, ქვიან და ღორღიან კალთზე უხრავთან, რცხილასთან და ფიჭვთან ერთად. დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გავრცელებულია ჰართვისის მუხა. ჭალის მუხა  30 მეტრამდე სიმაღლის უხვად დატოტვილი ხეა. ბურთისებრი ვარჯი და ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობიდან 1100 მეტრ სიმაღლემდე. მდინარე მტკვრისარაგვისივრისალაზნისა და მათი შენაკადების ჭალებში, მდინარისპირა ტერასებზე, დაბლობებზე, ხევებზე და ტაფობებში ქმნის ტყეებს. მუხა ძალიან ნელა იზრდება, 80–100 წლისა კიდევ იმატებს სიმაღლეში, შემდეგ კი სისქეში, ღრმა ფესვთა სისტემა აქვს და ქარგამძლეა. ცოცხლობს 800 წელზე მეტს (თუმცა ასეთი ხანდაზმული მუხა ჩვენში უკვე იშვიათია).
სინათლისა და სითბოს მოყვარულია, მაგრამ საკმაოდ ყინვაგამძლეცაა. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ზოგჯერ გადაწვენით. მუხის მერქანი მაგარი და გამძლეა, მაღალი ღირსების. იყენებენ მშენებლობაში, სავეჯე და სადურგლო წარმოებაში. ქერქი და მერქანი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ზოგიერთი სახეობის (კორპის მუხა) ქერქი იძლევა კორპს. რკოსაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუხის ბევრი სახეობა (მაგ: წაბლფოთოლა მუხა — დეკორატიულია, რგავენ ბაღებსა და პარკებში ხეივნებად, ზოგ სახეობას — ქვიანი ფერდობების გასამწვანებლად.


ფიჭვი- მარადმწვანე წიწვოვანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 1,5—50 , იშვიათად 75 მ (Pinus lambertiana, ჩრდილოეთ ამერიკაში) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა — მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი ღეროზე სქელი და ღრმად დაშაშრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ ყლორტებზე ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი Pinus monophylla). წიწვს იცვლის 2—3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი გირჩა მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.

ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს.ტყეებს(ფიჭვნარებს) ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (Pinus sosnowskyi), ბიჭვინთის ფიჭვიელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), კოხის ფიჭვი (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.

ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, C-ვიტამინს, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში კაროტინი და ფიტონციდები.
ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური დაავადებების და ჭრილობების მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად.